ხელისუფლება "ლელოს" გაშავების კამპანიას განაგრძობს - რისი ეშინია "ოცნებას"?
"ლელოს" ერთკვირიანი უწყვეტი დისკრედიტაცია პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს სხვა მასშტაბზე გადაიყვანა. "ოცნება" წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ევროკავშირის ელჩმა უმასპინძლა. შალვა პაპუაშვილმა გაბრაზება ვერ დამალა და იერიში "ლელოზე" და ევროკავშირის საელჩოზე ერთდროულად მიიტანა. პარლამენტის თავმჯდომარე ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკურ ჯგუფს რადიკალებად მოიხსენიებს.
რისი ეშინია ასე "ოცნებას" და რატომ გახდა ივანიშვილის პარტიის სამიზნე "ლელო"? მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება მის პოლიტიკურ ჯგუფში მთავარ მეტოქეს ხედავს, რის გამოც გაშავების კამპანია წამოიწყო. ფაქტია, რომ "ლელოს" ერთმა უწყინარმა ბანერმა და ივანიშვილის მოსკოვში გადაბარგების ანონსმა, ოლიგარქი ძალიან გააბაზა, ამიტომ მისივე მითითებით "ოცნების" ლიდერები ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ბევრს ილაპარაკებს "ლელოზე".
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.