პოლიტიკური ანგარიშსწორება პრეზიდენტთან მეგობრობის გამო - "ოცნებამ" შტურმი ეკა ბესელიაზე მიიტანა
"ლელოს" შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" მეორე ფრონტი ყოფილ თანაგუნდელს გაუხსნა. ეკა ბესელია დღეს მმართველი გუნდის და ალეკო ელისაშვილის შტურმს ერთდროულად იგერიებდა. პრეზიდენტთან მეგობრობა ბესელიას პოლიტიკური ანგარიშსწორების ფასი დაუჯდა. თავდასხმების სერია შალვა პაპაუშვილმა გახსნა. მოითხოვა გასაჯაროვდეს რამდენ ფულს იღებს უცხოელებიდან ყოფილი დეპუტატის არასამთავრობო ორგანიზაცია და რას ხმარდება ეს ფული.
პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხი მალევე მიიღო. "მდუმარე დეპუტატმა ხმა ამოიღო" - ეკა ბესელია პაპუაშვილს მის ორგანიზაციაში უფასო ტრეინინგების გავლას თავაზობს.
კიდევ უფრო ხისტი იყო ბესელია ალეკო ელისაშვილის მიმართ, რომელმაც შალვა პაპუაშვილის შემდეგ მას უმძიმესი ბრალდებები წაუყენა და პატიმრების ბედით ვაჭრობასა და ფულის გაკეთებაში დაადანაშაულა. მოქალაქეების ლიდერს წაგებული სასამართლო პროცესიც შეახსენა და "ოცნების" მიერ მოსყიდული პოლიტიკოსი უწოდა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.