"კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება" - პაპუაშვილი ნავალნის სიკვდილზე
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თავს არიდებს მედიის მიერ დასმულ კითხვებს რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
კითხვაზე, აპირებს თუ არა სამძიმრის წერილის გამოქვეყნებას მომხდარის შესახებ და არის თუ არა ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლი, ამბობს, რომ იგი ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.
"რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.