"ალოო, სუუსი, სერიოზულ თემებზე ქართული ნომრით არ ვსაუბრობ" - პეტრე კოლხი
მამა პეტრე კოლხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოსმენებში ამხელს - ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სასულიერო პირი წერს, მიუხედავად იმისა, რომ სუსი აქტიურად აკვირდება მის ცხოვრებას, მიზანს ვერ მიაღწევენ, რადგან "სერიოზულ თემებზე ქართული ნომრით არ საუბრობს".
ალოო, სუუსიიი, თქვენი სუსი არ გამაგონოთ!… ჩამაბარეთ ანგარიში, აბა ახლა ვის ვესაუბრე… Ia Parulavaსთან მქონდა კონტაქტი, ელარჯი ფართის ვაპირებთ…
სამუშაო რომ გაგიადვილოთ, გეტყვით, რომ სერიოზულ თემებზე ქართული ნომრით არ ვსაუბრობ. მართალია, იმედი გაგიცრუბდებათ, მაგრამ…", - წერს კოლხი.