ნავალნის გარდაცვალება - მსოფლიომ განგაშის სიგნალი ჩართო, ოფიციალური თბილისი კი დუმს
მსოფლიომ განაგშის სიგნალი ჩართო, ოფიციალური თბილისი კი დუმს. მაშინ, როდესაც ამერიკის და ევროპის პოლიიტიკური ლიდერები ერთი მეორის მიყოლებით ნავალნის სიკვდილში პუტინს ადანაშაულებენ, საქართველოს მთავრობა სამძიმრის წერილსაც კი არ ავრცელებს.
პუტინის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი დუმს. განცხადებას არ აკეთებს არც პარლამენტის თავმჯდომარე. არსად ჩანს არც სახელისუფლებო პარტიის ლიდერის სამძიმარი ნავალნის ოჯახისთვის.
რუსი ოპოზიციონერის ბურუსით მოცულ სიკვდილს საქართველოს ოფიცილური პირების მხრიდან სრული დუმილი მოყვა. ირაკლი კობახიძემ პირველივე ტესტი, ვერ ჩააბარა, ხელისუფლების ზოგიერთი ლიდერი კი ნავალნიზე დასმულ კითხვებს ტრიბუნიდან გაექცა.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.