არც ერთი სიტყვა განსასჯელის სკამიდან - "კეკო", "მაჩიტა", "ბაბუცა" და კიდევ 3 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

17.02.24 11:26
არც ერთი სიტყვა განსასჯელის სკამიდან - "კეკო", "მაჩიტა", "ბაბუცა" და კიდევ 3 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

 

ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ექსვი მამაკაცი, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. "კეკოს", "მაჩიტას" და "ბაბუცას" განსასჯელის სკამიდან არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ.

ე.წ ქურდული წესებით საქმის გარჩევას, გამოძიების ვერსიით, წინ უძღოდა ორ პირს შორის დაპირისპირება, კონფლიქტის მოსაგვარებლად კი ახალგაზრდა მამაკაცებმა კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კონკრეტული მტკიცებულებები მოიპოვეს, მათ შორის მოსამართლის განჩინებით ჩაწერილია, ბრალდებულების სატელეფონო საუბრები. ვრცელი მასალა დღეს შინაგანს აქეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ფარულ ჩანაწერში ბრალდებულები ე.წ კანონიერ ქურდსაც ახსენებენ, კონკრეტულად კი ზვიად დარსაძეს. დარსაძე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს და მისი სახელი არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეს უკავშირდება.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, პოლიციამ კონკრეტული ნივთმტკიცებებიც ამოიღო. მათ შორის მობილური ტელეფონები, რომლითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ .ე.წ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ.

მსგავსი სიახლეები