ნავალნიზე "ოცნების" დუმილი არ მიკვირს, ისინი მაშინაც ვერ ბედავენ ხმის ამოღებას, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს კლავს ოკუპანტი - აქუბარდია

17.02.24 12:18
ნავალნიზე "ოცნების" დუმილი არ მიკვირს, ისინი მაშინაც ვერ ბედავენ ხმის ამოღებას, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს კლავს ოკუპანტი - აქუბარდია

პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს თეონა აქუბარდიას არ უკვირს "ოცნების" დუმილი ანდრეი ნავალნის გარდაცვალებაზე, რადგან მისი თქმით, მმართველი გუნდი მაშინაც ვერ ბედავს ხმის ამოღებას, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი ჩვენს მოქალაქეებს კლავს.

აქუბარდია პირდაპირ ამბობს, რომ როდესაც საქმე ეხება ვლადიმერ პუტინს, საქართველოს ხელისუფლება ერთი სიტყვის თქმასაც კი ვერ ბედავს.

მე აბსოლუტურად არ მიკვირს "ქართული ოცნების" დუმილი ნავალნის სიკვდილის თუ მკვლელობის გამო, რადგნა მათ ძალიან უჭირთ მათ შორის, როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. და ამაზეც კი უჭირთ ხმის ამოღება. შესაბამისად, რა არის აქ გასაკვირი, როდესაც ისინი ვერ ბედავენ პუტინის საწინააღმდეგოდ, არათუ ოპოზიციონერის გამო, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გამო ხმის ამოღებას. ეს არის პარტია, რომელსაც მარტივად შეუძლია დასავლეთის ლანძღვა, ისევე როგორც ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის, მაგრამ ვერ ბედავს ხმის ამოღება, როდესაც საქმე ეხება ვლადიმერ პუტინს", - ამბობს აქუბარდია.

მსოფლიომ განაგშის სიგნალი ჩართო, ოფიციალური თბილისი კი დუმს. მაშინ, როდესაც ამერიკის და ევროპის პოლიიტიკური ლიდერები ერთი მეორის მიყოლებით ნავალნის სიკვდილში პუტინს ადანაშაულებენ, საქართველოს მთავრობა სამძიმრის წერილსაც კი არ ავრცელებს. 

პუტინის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი დუმს. განცხადებას არ აკეთებს არც პარლამენტის თავმჯდომარე. არსად ჩანს არც სახელისუფლებო პარტიის ლიდერის სამძიმარი ნავალნის ოჯახისთვის.

რუსი ოპოზიციონერის ბურუსით მოცულ სიკვდილს საქართველოს ოფიცილური პირების მხრიდან სრული დუმილი მოყვა.   ირაკლი კობახიძემ პირველივე ტესტი, ვერ ჩააბარა, ხელისუფლების ზოგიერთი ლიდერი კი ნავალნიზე დასმულ კითხვებს ტრიბუნიდან გაექცა.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

 

მსგავსი სიახლეები