პუტინი მკვლელია, მისმა რეჟიმმა უნდა აგოს პასუხი ამ დანაშაულზე - "ლელო" ნავალნის გარდაცვალებაზე

17.02.24 12:20
პუტინი მკვლელია, მისმა რეჟიმმა უნდა აგოს პასუხი ამ დანაშაულზე - "ლელო" ნავალნის გარდაცვალებაზე

პუტინი მკვლელია, მისმა რეჟიმმა უნდა აგოს პასუხი ამ დანაშაულზე - პარტია "ლელო საქართველოსთვის" ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ რუსეთი, როგორც მოძალადე სახელმწიფო საფრთხეა ცივილიზებული მსოფლიოსთვის.

პარტიის განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ "ლელოს" მიზანია არ დაუშვას რუსული ავტოკრატიის მსგავსი რეჟიმის დამყარება საქართველოში.

დღეს მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პუტინი მკვლელია. რუსეთი, როგორც მოძალადე სახელმწიფო საფრთხეა ცივილიზებული მსოფლიოსთვის.

ვისაც რა დამოკიდებულება არ უნდა ჰქონოდა ალექსეი ნავალნის მიმართ, უდაოა, რომ  იგი მომავალ თაობებს ემახსოვრება, როგორც ავტორიტარულ, მკვლელ რეჟიმთან მებრძოლი პოლიტიკოსი.

პუტინის რეჟიმმა უნდა აგოს პასუხი ამ დანაშაულზე, ისევე როგორც ქართველთა, უკრაინელთა, ჩრდილო კავკასიელი ხალხების დევნის, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

"ლელოს" მიზანია  არ დაუშვას რუსული ავტოკრატიის მსგავსი რეჟიმის დამყარება ჩვენს ქვეყანაში, ამაში ჩვენი მოკავშირეა ქართველი ხალხი, რომელმაც დიდი ხანია აირჩია საქართველოს  სამშვიდობოზე გაყვანა და მისი პოზიციების გამყარება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრად, რათა ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდეს არასტაბილურობის, დანაშაულის და ბოროტების სივრცეს", - წერია "ლელოს" განცხადებაში.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

 

მსგავსი სიახლეები