ნავალნისა და სააკაშვილს შორის პარალელის გავლება, მორიგი სპეკულაციაა - სარჯველაძე

17.02.24 13:49
ნავალნისა და სააკაშვილს შორის პარალელის გავლება, მორიგი სპეკულაციაა - სარჯველაძე

ალექსი ნავალნისა და სააკაშვილს შორის პარალელის გავლება, "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მეგობრების მხრიდან მორიგი სპეკულაციაა - ამის შესახებ "ოცნებვის" წევრმა მიხეილ სარჯველაძე სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს მომხდარში პუტინის პასუხისმგებლობაზე, მაშნ როდესაც ლიდერები მთელი მსოფლიოდან, რუს დიქტატორს აებენ პირდაპირ ხელს და ამბობენ, რომ ნავალდის გარდაცვალალება პუტინის რეჟიმის ბრალია.

ეს მორიგი სპეკულაციაა, რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის", მისი მეგობრების მხრიდან შემოთავაზებული საზოგადოებისთვის. სრულიად უტიფარი და უსუსური მცდელობაა, რომ რაიმე პარალელი და განზოგადების საშუალება ნახონ ნავალნის შემთხვევასა და სააკაშვილის შემთხვევას შორის. არც არსებობს სააკაშვილის შემთხვევა, ამიტომ რა თქმა უნდა, ამაოდ ჩაივლის, თუკი ეცდებიან რაიმე პარალელის მონახვას. შემაძრწუნებელი ფაქტების დახუნძლული იყო მისი პერიოდის მოღვაწეობა. პენიტენციურში ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა. არა მარტო პენიტენციურში, გვახსოვს, ეს იყო პერიოდი, სადაც გვამებს ითხოვდნენ სპეციალურად მოწყობილი ოპერაციების დროს. ამიტომ, ამ ყველაფრის ფონზე, უბრალოდ სპეკულაციაა პირდაპირ ვიტყვი. ყველაზე მარტივად, რბილად და კორექტულად, რომ შევაფასოთ ახლა მცდელობები შემოთავაზებულია აქ პარალელების გავლებასთან. როდესაც ახლა, ასეთი ტიპის სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ საზოგადოებას, უბრალოდ პასუხი უნდა გასცენ კითხვას იმასთან დაკავშირებით, როგორია მათი დამოკიდებულება გინდა გირგვლიანი, შავაძის, რობაქიძის შემთხვევასთან დაკავშირებით და სხვა", - ამბობს სარჯველაძე.

მსოფლიომ განაგშის სიგნალი ჩართო, ოფიციალური თბილისი კი დუმს. მაშინ, როდესაც ამერიკის და ევროპის პოლიიტიკური ლიდერები ერთი მეორის მიყოლებით ნავალნის სიკვდილში პუტინს ადანაშაულებენ, საქართველოს მთავრობა სამძიმრის წერილსაც კი არ ავრცელებს. 

პუტინის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი დუმს. განცხადებას არ აკეთებს არც პარლამენტის თავმჯდომარე. არსად ჩანს არც სახელისუფლებო პარტიის ლიდერის სამძიმარი ნავალნის ოჯახისთვის.

რუსი ოპოზიციონერის ბურუსით მოცულ სიკვდილს საქართველოს ოფიცილური პირების მხრიდან სრული დუმილი მოყვა.   ირაკლი კობახიძემ პირველივე ტესტი, ვერ ჩააბარა, ხელისუფლების ზოგიერთი ლიდერი კი ნავალნიზე დასმულ კითხვებს ტრიბუნიდან გაექცა.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

 

მსგავსი სიახლეები