პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავში ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

17.02.24 13:11
პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავში ხელმოწერების შეგროვება  გრძელდება

პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავში ხელმოწერების შეგროვება  გრძელდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის თქმით, ალექსეი ნავალნის სიკვდილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად საფრთხის შემცველია ახლა სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა.

გრძელდება გუშინდელი კამპანია, წარმოუდგენელი აქტიურობაა, ხედავთ რამხელა რიგები დგას. ყველგან ,სადაც დღეს ჩავედი დამხვდა ეს მდგომარეობა და ვარ ძალიან გახარებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, თუ რამდენი ადამიანი არის მსურველი და რამდენი ადამიანი ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ იქნეს მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რამდენად სასწრაფო არის მისი თავისუფლება იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ნავალნის მაგალითი და ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგისმენია რუსეთის მმართველი დიქტატორისგან ,ვლადიმერ პუტინისგან, რამდენჯერ გაავლო მან პარალელი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის რამდენჯერ დაემუქრა როგორც ნავალნის, ასევე მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის განადგურებით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს - დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული, არ უნდა დაგვიმახინჯოთ ქალბატონო სალომე ჩვენი ქვეყნის ისტორია და ხედავთ რამდენი ადამიანი გამოთქვამს სურვილს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილას ვიყავი, ახლა რუსთავში ვიმყოფები და ასეთი რიგები არის ყველგან ხელმოწერა და ძალიან დიდი მადლობა ყველას და მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ენმ-ის წევრი, დავით კირკიტაძე საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართავს.

უამრავი ადამიანი დღეს აფიქსირებს აფიქსირებს მის პოზიციას. უერთდება ხელმოწერების კამპანიას და მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან არ დაუშვას ის, რაც მოხდა სამწუხაროდ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. მას აქვს დღეს ამის შესაძლებლობა და ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც ყველა ჰუმანური, ცივილიზებული ადამიანი წუხს იმაზე, რაც მოხდა რუსეთში, საქართველოს პრეზიდენტიც შეწუხებულია ამაზე და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას და არ დაუშვებს ამას ჩვენს ქვეყანაში. ეს ადამიანებიც ამ მოთხოვნით არიან დღეს და მიმართავენ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, რომ მან გადადგას ის ერთადერთი და სწორი ნაბიჯი, რაც აგვაცილებს დიდ სირცხვილს და ისტორიულ ლაქას, რაც შეიძლება მოხდეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების გამო, რასაც ისინი ჩადიან მიხეილ სააკაშვილის მიმართ.“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
 

მსგავსი სიახლეები