მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პუტინი მკვლელია - გეგელია
პუტინის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს არა მარტო ნავალნის შესაძლო მკვლელობაზე, არამედ ქართველთა, უკრაინელთა, ჩეჩენთა მკვლელობაზე - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელაის თქმით, რუს დიქტატორს პასუხი უნდა მოეთხოვოს პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების დევნასა და მკვლელობაზე და ომის დანშაულებებზე, რასაც ის უკრაინაშ ჩადის.
მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ პუტინი არის მკვლელი. პუტინის რეჟიმი არის დამნაშავე რეჟიმი, რომელმაც სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი არა მარტო ნავალნის შესაძლო მკვლელობაზე, რომელიც მაღალი ალბათობით ამ რეჟიმს მიეწერება, არამედ ქართველთა, უკრაინელთა, ჩეჩენთა მკვლელობაზე, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების დევნასა და მკვლელობაზე და ამ საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ ფაშისტურად გალაშქრებაზე, რაც პუტინმა ჩაიდინა უკრაინაში არალეგალური შეჭრის გზით", - ამბობს გეგელია.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.