პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით ხვალ გამოვა - რა მოლოდინი აქვს "ოცნებას"
რა გზავნილები ექნება საქართველოს პრეზიდენტს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან - "ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ისეთ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც ოპოზიციას აწყობს.
სარჯველაძემ კიდევე რთხელ დაადანაშაულა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლაში და თქვა, რომ ისევ ისევ გააგრძელებს ქვეყნის დაზიანებას.
„ველოდები იმას, რა შეკვეთებს მიიღებს ვაშაძისგან, ხაბეიშვილისგან, მათი საერთო პარტნიორებისგან და პატრონებისგან. არ მგონია, შორს წავიდეს იმისგან, რაც ბოლო დროინდელი საპარლამენტო გამოსვლებში იყო, როცა პრეზიდენტის ფუნქციის შესრულების ნაცვლად, ზურაბიშვილი დადგა და ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის მსგავსად ხელისუფლების დამოძღვრა დაიწყო. ეს რა თქმა უნდა, არ ვარგა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ რიტორიკით აპირებს გაგრძელებას. პირველ ჯერზე, როცა კანდიდატის სტატუსის მიღებას ველოდებოდით, ქვეყნის დაზიანება ვერ შეძლო და ვერ შეძლო კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეეშალა. როგორც ჩანს, იმედი აქვს, უსაფუძვლო, ჩემი აზრით, რომ ახლა მაინც გამოუვა მეორე შესაძლებლობისას. იმედი მაქვს, ვითარება ასე წავა, ეცდება ბევრი ხნის განმავლობაში დაზიანებას, რაღაც ეტაპზე, როცა ისევ გარდაუვალი გახდება მომდევნო ნაბიჯის გადადგმა, ისევ დაიწყებს ფირფიტის შეცვლას, როგორც ეს კანდიდატის სტატუსის მიღების წინა დღეებში გააკეთა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
საქარველოს პრეზიდენტი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე ხვალ საღამოს გამოვა.
პრეზიდენტი მიუნხენში ოფიციალურად მიიწვიეს. ზურაბიშვილს ნებართვა არც ამჯერად უთხოვია.
ცნობისთვის, მიუნხენის კონფერენცია ხვალ დასრულდება.
მასში საქართველოს პრეზიდენტის გარდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მონაწილეობს.