ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს მართავს
საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან. მინისტრი უკვე შეხვდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს- მალტის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალბანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელზ, ასევე აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს.
ამის შესახებ იფნორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თქმით, მალტის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, როგორც ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე. ისევე როგორც საქართველოს მხრიდან 2024 წლის საპარლამნეტო არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო ინსტიტუტების მოწვევაზე. ალბანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან განიხილეს საქართველოსა და ალბანეთს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ილია დარჩიაშვილის შეხვედრები საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აშშ- ს დელეგაციის წარმომადგენლებთან და სხვა კოლეგა მინისტრებთან, ისევე როგორც კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა.