ნავალნის და სააკაშვილის შედარების მიზეზი არ არსებობს, საქართველო რუსეთი არაა - პრეზიდენტი
ნავალნის და სააკაშვილის შედარების მიზეზი არ არსებობს, საქართველო რუსეთი არაა - საქართველოს პრეზიდენტი რუს ოპოზიციონერსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს შორის ტოლობის ნიშნავს არ სვამს.
Bloomberg-თვის მიცემულ ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო და ამბობს, რომ ეს ტრაგედია დამღუპველი იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის.
კითხვა: დღეს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. მინდა გკითხოთ თქვენ რას ფიქრობთ? ასევე, თქვენ გყავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ასევე მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს.
საქართველოს პრეზიდენტი: არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია.
კითხვა: უბრალოდ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაგალითად, შეძლებთ, რომ...
საქართველოს პრეზიდენტი: შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება... თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახანს აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება.
საქრთველოს პრეზიდენტის ინტერვიუ სრულად, იხილეთ აქ .