წითელი ხაზი, რომელიც ფარავს NATO-ს ყველა წევრს, პუტინი მის გადაკვეთას ვერ გაბედავს - პრეზიდენტი

17.02.24 17:44
წითელი ხაზი, რომელიც ფარავს NATO-ს ყველა წევრს, პუტინი მის გადაკვეთას ვერ გაბედავს - პრეზიდენტი

ამერიკულ გამოცემა "Bloomerg"-თან მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი NATO-ს გაფართოების საკითხსაც შეეხო - ჟურნალისტის კითხვაზე, მოჰყვება თუ არა ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს გაერთიანებას რუსეთის მხრიდან რაიმე რისკი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მიუხედავად უკრაინაში არსებული სიტუაციისა, არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც პუტინი ვერ გაბედავს.

პრეზიდენტმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის NATO-ს როლი განიხილა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრობა უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი იქნება.

მე ასე არ ვფიქრობ, ეს არაა ახსნა. რუსეთმა უკრაინაში შეჭრაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო და ეს არ იყო რამეზე რეაქცია, ეს იყო ქმედება, აგრესია და ვფიქრობ, რომ წითელი ხაზი, რომელიც ფარავს NATO-ს ყველა წევრს პუტინი მის გადაკვეთას ვერ გაბედავს. ეს უკვე მრავალჯერ დამტკიცდა. და რა თქმა უნდა, ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნისათვის, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა ნათელია, რომ NATO-ს კავშირში ყოფნა, დაცულობისა და უსაფრთხოების ერთადერთი გზაა და ჩვენ სხვა გზა არ ვიცით. ევროკავშირის გაფართოება NATO-ს გაფართოებასთან ერთად მიდის და ეს ორიენტაცია საქართველომ თავის კონსტიტუციაში ჩაწერა", - ამბობს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ სრულად, იხილეთ აქ .  

 

მსგავსი სიახლეები