პუტინი ომის წაგების პროცესშია - საქართველოს პრეზიდენტი ინტერვიუ Bloomberg-თან
რა საფრთხეებს ხედავთ, ვლადიმერ პუტინი მარტში მისი ხელახლა არჩევის შემდეგ, როგორ გაზრდის უკრაინაში მის ძალისხმევას? როგორ ხედავთ სიტუაციის განვითარებას 2024 წელს? - Bloomberg-ის მიერ დასმულ ამ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტის პასუხი იყო, რომ პუტინი ომის წაგების პროცესშია და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი გააჭიანუროს.
საზლომე ზურაბიშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად, რადგან პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს საკუთარი თავის დახმარებაცაა.
ვფიქრობ, ის [პუტინი], რაც შეუძია ყველაფერს აძლიერებს. ის არ ელოდება ხელახლა არჩევას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ამ ომის წაგების პროცესში არაა. მან მრავალმხრივ წააგო, მას შეუძია განაგრძოს და გააჭიანუროს [ომი], მაგრამ მხოლოდ ამის გაკეთება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირისა და ამერიკის სენატის გადაწყევტილებების შემდეგ, ვნახავთ კავშირის გაძიერებულ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ეს საკუთარი თავის დახმარებაცაა. სწორედ ესაა, რაზეც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა და ვფიქრობ, ეს ევროპის თითოეულ ქვეყანას უნდა ახსოვდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ სრულად, იხილეთ აქ .