სენატორებს მადლობა გადავუხადე აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერისთვის EU-სა და ნატოში ჩვენი ინტეგრაციის გზაზე - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ ტომ ტილისს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა EU-სა და ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს მხარდაჭერისთვის.
სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ საუბრის თემა შეეხებოდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს და რუსეთის საგანგაშოდ უკანონო გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში.
მადლობა გადავუხადე სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ ტომ ტილისს აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროკავშორსა და ნატოში ჩვენი ინტეგრაციის გზაზე.
ასევე, განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ხაზი გაესვა რუსეთის საგანგაშოდ უკანონო გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ", - წერს საქართველოს პრეზიდენტი.