მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

17.02.24 19:43
მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

 ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. 

"მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს" - დაწერა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა X-ზე

„მიხარია საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა, რათა განვიხილოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ერთიან ბაზარში უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს”, - წერს დომბროვსკისი.

მსგავსი სიახლეები