პოლიტიკაში დაბრუნებით ივანიშვილი იღებს პასუხისმგებლობას იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება - პრეზიდენტის ინტერვიუ "ევროაქტივთან"
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშიებით სრულ პასუხისმგბელობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ამის შესახებ მან "ევროაქტივთან" ინტერვიუში ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე, ყურადღება ევროინტეგრაციისკენ მისწრაფებებზეც გაამხვილა და პროევროპული მთავრობის ფორმირება დააანონსა.
საქართველო მუშაობს, რათა უკრაინასა და მოლდოვას დაეწიოს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო წინ არიან და ამის გასაღები ოქტომბერში სათანადო არჩევნების ჩატარება, პროევროპული ხელისუფლების ფორმირება და ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაცია იქნება. ის [ივანიშვილი] აღარ არის [პოლიტიკურ] სპექტრს მიღმა, რადგან ის ისევ პოლიტიკურ პარტიაშია, ასე რომ, ეს ყველაფერი ნათელია. გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება, - აღშნინა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ რამენიმე საათში სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიუნქენის საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგება.