რა აქვს სათქმელი მსოფლიოსთვის? - რამდენიმე საათში ზურაბიშვილი სიტყვით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარდგება

18.02.24 11:51
რა აქვს სათქმელი მსოფლიოსთვის? - რამდენიმე საათში ზურაბიშვილი სიტყვით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარდგება

რა აქვს სათქმელი მსოფლიოსთვის - რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარდგება. ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ყურადღებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსეთ-ურკაინის ომზე გაამახვილებს. "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტს სწორი გზავნილები ექნება, რადგან სწორედ ზურაბიშვილია ერთადერთი, ვინც საქართველოს ნამდვილ საგარეო ხმას იცავს.

მე მოველი, რომ საქართველოს პრეზიდენტი წამოჭრის სიეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთ-უკრაინის ომი და მასში სწორი პოზიციის დაცვის მნიშვნელობა, ისევე, როგორც დემოკრატიის საკითხები და ღირებულებითი ასპარეზის საკითხი, იმიტომ, რომ ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს ღირებულებების ომი, გარდა გეოპოლიტიკური ომისა. მოველი, რომ ეს იქნება წარმატებული გამოსვლა, რადგან ზურაბიშვილს აქვს არსებითად სწორი გზავნილები საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მის გარდა არცერთი სხვა შტო ხელისუფლებისა დღეს არ იცავს ნამდვილი საქართველოს ნამდვილს საგარეო ხმას, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი კი ფიქრობს, რომ მნიშნელოვანია, პრეზიდენტმა ყურადღება რუსულ საფრთხეებზე გაამახვილოს.  

აუცილებლად უნდა იყოს უკრაინის სოლიდარობა, უნდა შეეხოს რუსეთის მოქმედებებს, მითუმეტეს, ნავალნის სიკვდილის შემდეგ ეს ძალიან სწორი იქნება, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს მთავარ ამოცანას,  რომ საქართველომ უნდა დატოვოს ეს რუსული სივრცე. დემოკრატიული მტკიცე გავითარება ეს არის საქართველოს ამოცანა და კარგია, თუ ამას პრეზიდენტი იტყვის ძალიან ხმამაღლა და თუ იტყვის, რა უშლის ამას ხელს, ესეც იქნება ძალიან სწორი, - ამბობს გიგი წერეთელი.

მსგავსი სიახლეები