ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე თავს დერეფნებში სხვადასხვა ლიდერებთან გადაღებული ფოტოებით იწონებს - წილოსანი
ზურაბიშვილი თავს დეფერნებში სხვადასხვა ლიდერებთან გადაღებული ფოტოებით იწონებს, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი პრეზიდენტის მიუნხენის კონფერენციაზე ჩასვლას. სახელისუფლებო გუნდის წევრი პრეზიდენტს გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს და მას პოლიტიკურ უვიცობაში ადანაშაულებს.
სალომე ზურაბიშვილს საქართველომ და ქართულმა საზოგადოებამ მისცა თავის დროზე ის უფლებამოსილება და სტატუსი, რომლითაც ის ახლა მიუნხენის კონფერენციას ესწრება და ასე ვთქვათ, დერეფანში სხვადასხვა ლიდერებთან გადაღებული ფოტოებით იწონებს თავს, თუმცა, ამისთვის არ მიუნიჭებია ჩვენს ამომრჩეველს ეს სტატუსი და მაშინ, როდესაც ის ამბობს, რომ თურმე საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ დაეწიოს უკრაინას და მოლოდვას ევროკავშირის გზაზე, მე მიჩნდება კითხვა, რაში უნა დავეწიოთ, ქალბატონმა სალომე, უკრაინას ომში თუ მოლდოვას დსთ-ს წევრობაში? მისი განცხადება კი კოალიციურ მთავრობასთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ელემენტალურად პოლიტიკური უვიცობის ან მეორეს მხრივ, მის პირად ინტერესებს ემსახურება, - ამბობს ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ მინხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშილი დღეს სიტყვით წარდგება.