საქართველოს უსაფრთხოება EU-ს ინტერესშიცაა, რათა რუსეთი არ გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის აუზში - ზურაბიშვილი
საქართველოს უსაფრთხოება EU-ს ინტერესშიცაა, რათა ხელი შევუშალოთ რუსეთს გახდეს ექსკლუზიური ძალა შავ ზღვის აუზში, - ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა მინხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება მსოფლიო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ოკუპანტის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა ის ფაქტორი, რომ დასავლეთი შავი ზღვის რეგიონშ არ შესულიყო.
"მოგახსენებთ, ეს არის საჭიროება და ეს გახლავთ ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციის თვალსაზრისით იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მაგრამ დღეს მთავარი საკითხი უსაფრთხოების საჭიროება გახლავთ. ის, რასაც უნდა გრძნობდეს ევროკავშირი. იმიტომ, რომ ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს რას წარმოადგენს ომი უკრაინაში. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ომი იყოს, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში და ყოფილმა და წინა გაფართოებამ უზრუნველყო უსაფრთხოება მთლიანად ევროკავშირში და შემდეგი გაფართოება იქნება დამატებული უსაფრთხოების ღირებულების მატარებელი ევროკავშირისთვის და ჩვენთვის. აი, ეს გახლავთ სოლიდარობა და გაზიარებული ღირებულებები. ჩვენ გაგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხი, რომელიც არის საერთო ჩვენთვის, რომელზეც საკმარისად არ ვსაუბრობთ, ეს გახლავთ შავი ზღვა. რუსეთი რასაც ახლა აკეთებს, ეს იყო, ფაქტობრივად, გაცხადებული 2007 წელს, რომ იგი არ მისცემდა უფლებას დასავლეთს შესულიყო შავი ზღვის რეგიონში. 2007 წლის შემდეგ რა მოხდა, 2008 წლის საქართველოს მოვლენები, შემდეგ მოყვა ყირიმი, ისევ შავი ზღვის რეგიონი და ომი უკრაინაში. ანუ რუსეთმა განაცხადა, რის გაკეთებას აპირებდა და აკეთებს ამას. ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია, ევროკავშირის ინტერესებში შედის საქართველოს უსაფრთხოება, რათა ხელი შევუშალოთ რუსეთს გახდეს ექსკლუზიური ძალა შავ ზღვის აუზში. რის გაკეთებასაც იგი ცდილობს, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი მომავლისთვის..., - განაცხადა ზურაბიშილმა.