თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშვილის გათავისუფლებაში - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზურაბიშვილს

18.02.24 14:37
თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშვილის გათავისუფლებაში -  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზურაბიშვილს

თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშილის გათავისუფლებაში, - ამ სიტყვებით  მიმართა მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპელებისთვის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლოა და მის გათავისუფლებას მიესალმება ყველა, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა. 

მე ვიყავი პირველი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ესტუმრა საქართველოს. როგორც საქართველოს მეგობარმა მინდა გითხრათ, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდა ხოლმე თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის არის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანონის უზენაესობას, მაგრამ, ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ მისი მკურნალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას მკურნალობდნენ სათანადოდ. თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა, უნდა მიესალმებოდეს ამას, - განაცხაა სიკორსკიმ. 

მსგავსი სიახლეები