ძალიან კარგი და სწორი აქცენტი ჰქონდა მსოფლიოსთვის - გრიგოლ გეგელია პრეზიდენტის გამოსვლაზე
მოიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია კმაყოფილია. ოპოზიციის წევრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე იყო ადამიანი, რომელმაც საქართველოს რეალური პოლიტიკური არჩევანი გააჟღერა.
ძალიან კარგი და სწორი აქცენტი მგონია მსოფლიოსთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო იყო პირველი იმ ფართო და სამწუხარო თავდასხმაში სერიებისა, რომელიც რუსეთის ფაშისტურმა რესპუბლიკამ მიიტანა სრულიად ცივილიზებულ სამყაროზე. ჩვენ, დიახაც, ვართ პირველი მსხვერპლი, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური თანადგომა მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე. უმთავრესი არის დღეს ეს ჩემთვის, რომ იქ, მიუნხენში იყო, მინიმუმ, ერთი ქართველი, რომელმაც გააჟღერა საქართველოს რეალური პოლიტიკური არჩევანი. ის, რასაც არ აჟღერებს რუსეთის მსახური ხელისუფლება, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე ყურადღება მსოფლიო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ოკუპანტის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა ის ფაქტორი, რომ დასავლეთი შავი ზღვის რეგიონში არ შესულიყო.