ირაკლი კობახიძე კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა - რაზე ისაუბრეს პრემიერმა და ილია მეორემ
ირაკლი კობახიძე კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის ილიას მეორეს საპატრიარქოში შვილთან ერთად ესტუმრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პატრიარქმა და პრემიერმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. ისაუბრეს ასევე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხზეც.
ფოტოკადრებით ირკვევა, რომ შეხვედრას მოსაყდრე შიო და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ.