რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე, არჩევნების წელს დავდგებით - პრეზიდენტი
საქართველო რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე, არჩევნების წელს დადგება, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "Deutsche Welle"-თან ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთისთვის საქართველო ნაცნობი ნიადაგია და საკუთარი მიზნების მისაღწევად უწინდებურად, საბჭოურ პროპაგანდას იყენებს.
ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ. იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს, ასე რომ, გარკვეულწილად, მათთის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისთვის კარგად ცნობილია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, შეიძლება ჩვენთან გამძლეობა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ ამის, რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ. საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, - განაცხადა პრეზიდენტმა.