თუ ვინმე არის ახლოს რუსეთთან, ეს არის ზურაბიშვილი - გურამ მაჭარაშვილი
თუ ვინმე არის ახლოს რუსეთთან, ეს არის ზურაბიშვილი, - ასე პასუხობს პრეზიდენტის კრიტიკას "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. "ოცნების" დანაყოფის წევრი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსგან შორსაა, რადგა არც ქართველ ხალხს და არც საქართველოს კონსტიტუციას პატივს არ სცემს.
თუ ვინმე არის ახლოს რუსეთთან, ეს არის ზურაბიშვილი. გაიხსენოს თავის წარსული, მხოლოდ ამას ვიტყვი და ამასთან, ეგ ახლოსაა თუ შორსაა, საქართველოსგან შორს არის ნამდვილად, იმიტომს, რომ არ სცემს პატივს არც ქართელ ხალხს, არც საქართველოს კონსტიტუციას. საქართელო არის ახლოს მშვიდობასთან, ევროინტეგრაციასთან, ზურაბიშვილი არის შორს საქართველოსგან, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.