ზურაბიშვილი რადიკალი და კოლექტიური ენმ-ს გამოხმავენებლია - ალუდა ღუდუშაური
ზურაბიშვილი რადიკალი და კოლექტიური ენმ-ს გამოხმავენებლია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური საუბრობს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, პრეზიდენტი კონსპირაციულ თეორიებში ჩაიკარგა და მის ქმედებებთან დაკავშირებით სერიოული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
ძალიან რთულია სალომე ზურაბიშილთან დაკავშირებით რაიმე სერიოზულ ანალიტიკაზე დაყრდნობილი კომენტარის გაკეთება. მე ვერ გეტყვით რა იგულისხმა და ზოგადად, მის ბოლოდროინელ ქმედებებთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს, რა ზრახვები აქვს, ეს მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ფაქტი ერთია, რასაც ჩვენ ვხედავთ და ქართველი ხალხი ხედავს, სალომე ზურაბიშვილი ჩაიკარგა ამ კონსპირაციის თეორიებში ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის რადიკალი, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირ გამხმოვანებელი, - ამბობს ღუდუშაური.