ზურაბიშვილის განაცხადი კოალიციურ მმართველობაზე მნიშვნელოვანია - ირაკლი კუპრაძე
პრეზიდენტის განცხადებას, კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე, ოპოზიცია მიესალმება. "ლელოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილი მრავაპარტიული მმართველობის მომხრეა, არჩევნებში "ქართული ოცნების" დამარცხებაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.
ამასთან, ოპოზიციის წევრი დარწმუნებულია, რომ ქართული საზოაგდოებაც სწორედ კოალიციური მმართველობის მომხრეა, რაც 2024 წლის არჩევნებშიც აისახება.
სალომე ზურაბიშვილის განაცხადი პოლარიზაციის დასრულებაზე და კოალიციურ მმართველობაზე არის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პროცესი, რომელიც მიუთითებს ცალსახად იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება მარავალპარტიული პარლამენტის მომხრე. სალომე ზურაბიშვილს ექნება კონკრეტული მხარე მრავალპარტიული დემოკრატიის სასარგებლოდ ამ ქვეყანაში, რაც ჩემი აზრით, პოზიტიურ გავლენას მოახდენს არჩევნებში "ქართული ოცნების" დამარცხებაზე. "ნაციონალური მოძრაობის" ერთპარტიულმა მმართველობამ და "ქართული ოცნების" ერთპარტიულმა მმართველობამ შეძლო იმ საშინელი ყოფის მოტანა, სააც ხელისუფლებები იდენენ დანაშაულებს და უშვებენ ძალიან მძიმე შეცდომებს. საზოგადოების მთავარი დაკვეთა ბოლო წლების განმავლობაში არის კოალიციური მმართველობა, რაზეც ჩამოყალიბდა საქართველოს ამომრჩეველი და ეს აისახება 2024 წლის არჩევნებში, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.