ზურაბიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და წინასაარჩევნოდ მთავარი ოპოზიციონერი ციხიდან უნდა იხსნას - ფავლენიშვილი
ენმ-ს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას კოალიციური მმართველობის თაობაზე მიესალმება, თუმცა პრეზიდენტს ახსენებს, რომ ევროპული ტიპის დემოკრატიებში პოლიტიკური პატიმრეი არ არსებობენ. ოპოზიციის წევრის თქმით, მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი ციხიდან იხსნას.
ჩვენ მიველსამებით კოალიციურ მმართველობას, თანამშრომლობას პროდასავლურ ველზე, თუმცა როცა სალომე ზურაბიშვილის აუბრობს კოალიციაზე, ევროპული ტიპის მმართველობაზე, მას, პირველ რიგში, უნდა გაახსენდეს, რომ პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ ევროპული ტიპის დემოკრატიებში, არ არსებობს პოლიტიკური დევნა. ყოფილი პრეზიდენტები, რომლებიც ახლა არ არიან მთავრობაში, არ არიან ციხეში შეთითხნილი ბრალდებებით, ამიტომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის ევროპულ პერპსექტივაზე, ევროპულ მომავალზე და მთავარი ოპოზიციონერი არჩევნების წინ გამოუშვას ციხიდან. ეს იქნება ყველაზე მნიშნელოვანი მათ შორის, კოალიციური მმართველობისთვის, მათ შორის, დემოკრატიული, ევროპული სტილის მმართველობისთვის, - ამბობს ფავლენიშვილი.