პარლამენტში ცესკოს კოდექსში შესატან ცვლილებეს განიხილავენ - "ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს არ გამორიცხავს

19.02.24 12:15
პარლამენტში ცესკოს კოდექსში შესატან ცვლილებეს განიხილავენ - "ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს არ გამორიცხავს

პარლამენტში ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს  განიხილავენ. მმართველი პარტიის დეპუტატები ვენეციის კომისიის კრიტიკის მიუხედავად, მაინც ამტკიცებენ კანონს, რომელზეც უცხოელმა სპეციალისტებმა უარყოფითი შეფასებები დაწერეს. საუბარია საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილის პოსტიდან ოპოზიციონერი წევრის ჩამოშორებაზე. ამ პოსტზე "ლელოს" წევრი იყო დანიშნული. "ოცნების" მომზადებული პროექტიით იზღუდება პრეზიდენტის უფლებებიც. სალომე ზურაბიშვილს ცესკოში წევრების წარდგინების უფლებას არრთმევენ.

კანონპროექტის განხილვის პარალალურად, "ქართული ოცნება" არც იმას გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა აღნიშნულ ინიციატივას ვეტო დაადოს. ალუდა ღუდუშაური ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილის ვეტოები, როგორც წესი, შინაარსისგან დაცლილია ხოლმე, მისი ზრახვები და ქმედებები კი ენმ-ს ინტერესებს ემსახურება. 

საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი და არც ვფიქრობთ, რომ ამაზე დრო უნდა დაიხარჯოს, არს იზამს სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილისგან აარერთი ვეტო გვინახავს, რომელიც დაცლილი იყო შინაარსისგან, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი დასაბუთება. შესაბამისად, ჩვენ ვერაფერს გამოვრიცხავთ. სალომე ზურაბიშვილის ქმედებები და ზრახვები პირდაპირ არის რადიკალური ენმ-ს ინტერესებში. შესაბამისად, რასაც გადაწყვეტს ენმ, იმას გააკეთებს კონკრეტული სიატუციიდან გამომდინარე, - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 

მას შემდეგ, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ემსამე მოსმენით მხარს დაუჭერს ცესკოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებს,სავარაუდოდ უკვე ხვალ "ქართული ოცნება" საკიტხს სამსჯელოდ სხდომაზე გაიტანს და კანონპროექტი კანონად იქცევა.

მსგავსი სიახლეები