24 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული, სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას გეგმავდა - ინფორმაციას ადვოკატი უარყოფს
24 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის პოლიციამ ხელბორკილები ორ ადამიანს დაადო. "პირველების" ინფორმაციიით, ბაჩო სირაძე მიმალვას აპირებდა და საქართველოს დატოვებას ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ცდილობდა.
გაქცევის მცდელობას უარყოფს დაკავებულის ადვოკატი. მაია სირაძე ასევე ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშს მკვლელობა არ ჩაუდენია.
საქმის მასალებს არ გვცნობივარ და ვერაფერს გეტყვით. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, არანაირ მიმალვას არ ცდილობდა, ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა. ყაზბეგში ეგ ისედაც იყო, იქ მუშაობდა, რაღაც ბიზნესი ჰქონდა, ჩადიოდა და ჩამოდიოდა. მკვლელობა არ ჩაუდენია, მკვლელობა მოხდა ღამე და ეს წასულია 1 საათზე ყაზბეგში, - ამბობს "პირველებთან" ინტერესების დამცველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულიი ჰყავს კიდევ ერთი ახალგაზრდა, მას გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციიის მიწოდებას ედავებიან. "პირველების" ინფორმაციიით, დაპირისპირება ახალგზრდებს შორის თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაიწყო. დიდი ალბათობით, ამის შესახებ უფრო მეტს განზრახ მკვლეობისთვის დაკავებული რამდენიმე საათში იტყვის, როცა სასამართლოზე მიიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ მვკლელობა თბილისის ცენტრში გუშინ ღამით მოხდა. 24 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარღაიდან ჩაცხრილეს.