"კვალის გაქრობას ცდილობენ და არ აძლევენ ცხედარს ნათესავებს" - ნავალნის ცხედარი ისევ დაპატიმრებულია
ალექსეი ნავალნის მეუღლე ბრიუსელშია. იულია ნავალნაია დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას დაესწრება. ოჯახი მოლოდინის რეჟიმშია.
ნავალნის ცხედარი ისევ დაპატიმრებულია. ერთი ვერსიით, კრემლის მთავარი ოპონენტის სხეული, რომელსაც სისხლჩაქცევების კვალი აქვს, რეჟიმს უკიდურეს ჩრდილოეთში ქალაქ სალეხარდის კლინიკის მორგში ჰყავს და მას რუსული პოლიცია იცავს.
კოლონიაში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ოპოზიციონერის ცხედრის ახლობლებისთვის გადაცემა ახლა პუტინის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. რუსული დამოუკიდებელი მედია ვარაუდობს, რომ ნავალნი არა პარასკევს, არამედ ხუთშაბათს მოკლეს. ამის თქმის საფუძველს კი გამომძიებელ ჟურნალისტებს ოფიციალური ინფორმაციიის და ფაქტების ერთმანეთთან შედარება აძლევს.
ფაქტია, რომ ყოველ სიტყვაში იტყუებიან. როგორი მეთოდითაც არ უნდა მოეკლათ ალექსეი, ფაქტია, რომ დრო გაჰყავთ. კვალის გაქრობას ცდილობენ და არ აძლევენ ცხედარს ნათესავებს. ნავალნი მოკლეს, მისი მოკვლის ბრძანება პირადად პუტინმა გასცა. პუტინმა მაშინ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, ახლა კი დაასრულა," - ამბობს ნავალნის პრეს-სპიკერი.