ირაკლი კობახიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
ირაკლი კობახიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში აქვს დაგეგმილი. კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომაში, ამის შემდეგ კი პირისპირ მოლაპარაკება ჯოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ექნება. ახალი პრემიერ მინისტრი გეგმავს შეხვედრას ნატოს გენმდივანთანაც.
კობახიძესთან ერთად ბრიუსელში გაემგზავრნენ თავდაცვის და ეკონომიკის მინისტრები. შეხვედრებს დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც.