ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს, ნავალნის ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმი დავარქვათ - ბორელის ინიციატივა

19.02.24 12:55
ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს, ნავალნის ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმი დავარქვათ - ბორელის ინიციატივა

ნავალნის საქმე - საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ინიციატივით გამოდის. ბორელის განცხადებით, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მინისტრებს შესთავაზებს, რომ ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს სახელი შეეცვალოს და "ნავალნის ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმი" დაერქვას.

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ. დღეს, აქ, საბჭოს სხდომაზე ჩვენთან ერთად მისი მეუღლეც იქნება, რომელიც პოლიტიკურ მესიჯს გააგზავნის, როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი რუსეთში პოლიტიკურ ოპოზიციას პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. უქმე დღეების განმავლობაში რუსეთის ქუჩებში პეტერბურგსა და მოსკოვში, ბევრმა ადამიანმა აჩვენა სოლიდარობა, ბევრი მათგანი დააკავეს ან დაგმეს. ჩვენი მესიჯი უნდა იყოს, დავუჭიროთ მხარი რუსულ ოპოზიციას. მე შევთავაზებ მინისტრებს, რომ ჩვენ ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს გადავარქვათ და დავარქვათ ნავალნის ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმი, რათა მისი სახელი უკვდავყოთ," - თქვა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები