ოპოზიცია ქოლგის ქვეშაც იყო, ფანჩატურშიც და ყველანაირი კოალიცია მოსინჯული აქვს - თალაკვაძე
"ქართული ოცნება" არ უარყოფს, რომ რუსეთი წინასაარჩევნოდ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევას შეეცდება, თუმცა ამტკიცებს, რომ ოკუპანტის ინტერესებს სწორედ ოპოზიცია იცავს. არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ ოპონენტები მთელი ამ წლების განმავლობაში საქართელოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ და დემოკრატიისთვის ძრის გამოთრას ცდილობდნენ. სახელისუფლებო გუნდის წევრი პრეზიდენტს ურჩევს, კარგა დაინახოს და გაარჩიოს ეს ადამიანები და მათი ლობისტები.
რაც შეეხება კოალიციურ მმართველობას, ხელისუფლება მხოლოდ ერთპარტიულ მმართველობსა განიხილავს და ამბობს, რომ ოპოზიციას უკვე არაერთი კოალიცია აქვს მოსინჯული.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში მაღალი სტანარტების დაცვით და ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ არავითარი ჩარევა არჩევნებში არ მოხდეს. იმ ძალებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ, ისინი არა მხოლოდ 2024 წლის არჩევნებში, არამედ მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ ძირი გამოეთხარათ საქართველოში დემოკრატიისთვის და ძირი გამოეთხარათ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, პირველ რიგში, უნდა ამჩნევდეს იმ პოლიტიკურ აქტორებს და მათ გარე ლობისტებს და პატრონებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ძირს უთხრიდნენ საქართველოში არჩევნებსაც, დემოკრატიასაც. საფრთხეები მუდმივად არსებობდა ამ წლების განმავლობაში და ჩვენი ხელისუფლება მუდმივად უპირისპირდებოდა ამ საფრთხეებს. რუსეთი არის ოკუპანტი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს და არა მხოლოდ 2024 წლის არჩევნების დღეს, არამედ მთელი ამ წლების განმავლობაში აქ დასაყრდენ ძალებთან ერთად. ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც იყო შეკრებილი, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ, ასე რომ, ყველანაირი კოალიცია ამ ოპოზიციას უკვე მოსინჯული აქვს, - ამბობს თალაკვაძე.