როცა ოპოზიციონერი ლიდერი კვდებოდა რუსეთში, EU აწესებდა სანქციების პაკეტს, უნდა ვისაუბროთ სანქციებზე - ლანდსბერგისი
"ჩვენ უნდა ვისაუბროთ სანქციებზე," - ამ განცხადებას ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ნავალნის საქმეზე საუბრისას აკეთებს.
როგორც ლანდსბერგისი ამბობს, ევროკავშირში რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უნდა დაიწყოს მსჯელობა და ეს ამჯერად ნავალნის სიკვდილის საქმის გამო უნდა მოხდეს.
დღეს გვექნება შესაძლებლობა მოვუსმინოთ ნავალნის მეუღლეს. სულ მცირე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ სანქციებზე, ჩვენ ეს წარსულშიც გავაკეთეთ, რთულია ამის გახსენება, ყველა ჯერზე, როცა ოპოზიციონერი ლიდერი კვდებოდა რუსეთში, ევროკავშირი აწესებდა სანქციების პაკეტს. ახლა, ეს სულ მცირეა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია," - ამბობს ლანდბერგისი.