"ოცნება" რუსეთისთვის ყველაზე კომფორტული პარტნიორია - ელისაშვილი

19.02.24 13:24
"ოცნება" რუსეთისთვის ყველაზე კომფორტული პარტნიორია - ელისაშვილი

"მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის განცხადებას, რომ რუსეთი წინასაარჩევნოდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას შეეცდება, ეთანხმება. ამასთან, ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ რუსეთისთვის ყველაზე კომფორტული პარტნიორი სწორედ "ქართული ოცნებაა".  

ჩვენთან რომ ჩაერევა, ამას რად უნდა ლაპარაკი და რა თქმა უნდა, და ყველაზე კომფორტული პარტნიორი რუსეთისთვის არის "ქართული ოცნება". ბევრი რამის გამო, გაიხედეთ... ან საგარეო თვალსაზრისით ან საშინაო თვალსაზრისით. როგორი მექანიზმებით და რა ინსტრუმენტებით ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ალბათ ყველა შესაძლებელი თუ შეუძლებელი გზით, - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

მსგავსი სიახლეები