გვჭირდება დამოუკიდებელი და არა მოსკოვური ანგარიში ნავალნის სიკვდილის შესახებ - ბეტელი

19.02.24 13:27
გვჭირდება დამოუკიდებელი და არა მოსკოვური ანგარიში ნავალნის სიკვდილის შესახებ - ბეტელი

"გვჭირდება დამოუკიდებელი და არა მოსკოვური ანგარიში ნავალნის სიკვდილის შესახებ", - ეს განცხადება ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ნავალნის საქმეზე საუბრისას ბრიუსელში გააკეთა.

როგორც ქსავიე ბეტელი ამბობს, ჯერჯერობით, საგამოძიებო უწყებების დასკვნას ელოდებიან ნავალნის სიკვდილის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, უნდა მოვიცადოთ, რათა მივიღოთ საჭირო ინფორმაცია საგამოძიებო უწყებებისგან. არ მინდა წინასწარ გამოვიტანო დასკვნები.  ჩვენ გვჭირდება ანგარიში, დამოუკიდებელი ანალიზი და არა მოსკოვური ანგარიში მისი სიკვდილის შესახებ. ამაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ, ვფიქრობ, ამ საქმეზე, გამჭვირვალობა რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, თუ გარეულები არ არიან. თუ ასე არაა, მაშინ მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს გამჭვირვალე გამოძიება. თუ უარს იტყვიან და დამოუკიდებელი გამოძიება იტყვის, რომ ის მოკლეს, მაშინ უნდა გავაკეთოთ დასკვნები," - ამბობს მინისტრი.

მსგავსი სიახლეები