მოუწევს თუ არა კობახიძეს ბრიუსელში თავის მართლება? - როგორ იცავენ პრემიერს "ოცნებაში"

19.02.24 13:35
მოუწევს თუ არა კობახიძეს ბრიუსელში თავის მართლება? - როგორ იცავენ პრემიერს "ოცნებაში"

ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში თავის მართლება მოუწევს - ახსნა თუ რატომ იღებს სახელისუფლებო პარტია დაჩქარებულ რეჟიმში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და რატომ არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის არცერთი რეკომენდაცია.

მმმრთველმა გუნდმაა დღესს უმნიშვნელოვანეს კანონპროექტზე მსჯელობა ზუსტად ხუთ წუთში დაასრულა.

არჩილ თალაკვაძე პრემიერ ირაკლი კობახიძეს იცავს და ამბობს, რომ მას ევროპელ ლიდერებთან ახსნა-განმარტებების მიცემა არ მოუწევს. 

თქვენ გინდათ, ევროკავშირი, სტრასბურგის სასამართლო, ევროპული საბჭო და ვენეციის კომისია გააერთიანოთ და საზოგადოებას უთხრათ, რომ ეს ყველაფერი არის ერთი და იგივ - ვიცი, ეს რისთვისაც გჭირდებათ.
კრიტიკა და მოდელი, რომელსაც გვთავაზობს პარლამენტში ოპოზიცია, არ არსებობს, პრაქტიკულად. მერწმუნეთ, რომ ის ევროპაში არა თავის სამართლებლად თქვენს შეკითხვებზე, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზეა წასული,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

მსგავსი სიახლეები