ცესკოს იქვემდებარებენ. ბარემ წავიდნენ და გადაიფორმონ რეესტრში - დაუშვილი

19.02.24 13:42
ცესკოს იქვემდებარებენ. ბარემ წავიდნენ და გადაიფორმონ რეესტრში - დაუშვილი

"ეს კანონპროექტი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ცესკოს იქვემდებარებენ. ბარემ წავიდნენ და გადაიფორმონ რეესტრში,“ - ამ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი მიხეილ დაუშვილი აკეთებს.

დაუშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილების მესამე მოსმენით დამტკიცებას ეხმაურება და თვლის, რომ ამ საკანონმდებლო წინადადების გაყვანით, "ოცნება" ცესკოზე გავლენებს იმყარებს. 

ნაცვლად იმისა, რომ ეს შეფასება და რეკომენდაციები გაეთვალისწინებინათ, ადგნენ და მხოლოდ თავიანთი ინტერესები დაიცვეს, რაც ყოვლად მიუღებელია. 
ეს კანონპროექტი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ცესკოს იქვემდებარებენ. ბარემ წავიდნენ და გადაიფორმონ რეესტრში,“ - ამბობს დაუშვილი.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება და უქმდება ოპოზიციისთვის განკუთვნილი თავმჯდომარის მოადგილის პოსტი - ცვლილებებს კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომა, დაახლოებით, 5 წუთს გაგრძელდა.

 

მსგავსი სიახლეები