ძალიან ცუდი და საშიში პრეცენდენტია. EU-ის რეკომენდაციის უხეში დარღვევაა - ნაცვლიშვილი

19.02.24 13:46
ძალიან ცუდი და საშიში პრეცენდენტია. EU-ის რეკომენდაციის უხეში დარღვევაა - ნაცვლიშვილი

"ეს არის ძალიან ცუდი და საშიში პრეცენდენტი, როდესაც ერთი მხრივ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს რეკომენდაციების შესასრულებლად და ვხედავთ, რომ დარღვევის რეჟიმზეა გადასული," - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აკეთებს.

ნაცვლიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილების მესამე მოსმენით დამტკიცებას ეხმაურება და "საშიშ პრეცენდენტად" თვლის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებას.

ეს კანონი, რომელიც ცოტა ხნის წინ მესამე მოსმენით მიიღო იურიდიულმა კომიტეტმა, არის ევროკავშირის რეკომენდაციის არათუ შესრულება, არამედ უხეში დარღვევა და ამ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული საქართველოს ბედი - გადავალთ მოლაპარაკების რეჟიმზე ევროკავშირთან თუ ეს პროცესი გაიწელება, როგორც სხვა ქვეყნის მაგალითზე გვინახავს ისტორიულად. 
ეს არის ძალიან ცუდი და საშიში პრეცენდენტი, როდესაც ერთი მხრივ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს რეკომენდაციების შესასრულებლად და ვხედავთ, რომ დარღვევის რეჟიმზეა გადასული,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები