პრემიერს ბრიუსელში მოუწევს პასუხი იმაზე, რაც იკადრეს ვენეციის კომისიასთან მიმართებაში იკადრეს - სიორიძე

19.02.24 13:54
პრემიერს ბრიუსელში მოუწევს პასუხი იმაზე, რაც იკადრეს ვენეციის კომისიასთან მიმართებაში იკადრეს - სიორიძე

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში, მიმდინარე კვირაში მოუწევს პასუხის გაცემა იმ საკითხებზე, რომელიც მათ სამწუხაროდ, ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირთან მიმართებაში იკადრეს,“ - ამ განცხადებას "ლელო საქართველოსთვის" წევრი გიორგი სიორიძე აკეთებს და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებების შეტანას ეხმაურება.

როგორც სიორიძე ამბობს, პრემიერს სახელისუფლებო გუნდის განზრახვებთან დაკავშირებით პარტნიორებისთვის ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწევს.

ეს არის ოპოზიციის კვოტა, ერთადერთი თანამდებობა მთელ სახელმწიფოში, რომელიც უკავია ოპოზიციონერ პიროვნებას. ყველა რეკომენდაცია, რომელიც იქნა გაცემული დეკემბრის თვეში, არის უგულებელყოფილი, ქართული ოცნება არ აპირებს ამ რეკომენდაციების შესრულებას დაა იმზადებს გზას იმისთვის, რომ ერთპარტიულ ცესკოს ჩაატარებინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში, მიმდინარე კვირაში მოუწევს პასუხის გაცემა იმ საკითხებზე, რომელიც მათ სამწუხაროდ, ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირთან მიმართებაში იკადრეს,“ - ამბობს გიორგი სიორიძე.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება და უქმდება ოპოზიციისთვის განკუთვნილი თავმჯდომარის მოადგილის პოსტი - ცვლილებებს კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომა, დაახლოებით, 5 წუთს გაგრძელდა.

 

მსგავსი სიახლეები