"მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ იყოს თავისუფალი" - სააკაშვილის გათავისუფლების მოთხონით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

19.02.24 14:13
"მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ იყოს თავისუფალი" - სააკაშვილის გათავისუფლების მოთხონით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ენმ-ს თავმჯდომარის განცხაებით, მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ მესამე პრეზიდენტი თავისუფალი იყოს, რადგან ქვეყანას პრობლემების გადასაჭრელად მისი გამოცდილება სჭირდება. ლევან ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს ასობით მოქალაქე უერთდება. 

“საქართველოს მოქალაქის ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და ამის გამოცდილება აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს. ასევე, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ იყოს თავისუფალი და შესაძლებლობა მიეცეს მის ხალხთან კომუნიკაციის. თქვენ ხედავთ ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდიან ოფისებში და უერთდებიან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ უმნიშვნელოვანესია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის გათავისუფლება და მიცემა შესაძლებლობის, რომ შეხვდეს და აწარმოოს საარჩევნო კამპანია 2024 წლის არჩევნებზე.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები