პუტინი ნავალნის მოიხსენიებდა, როგორც "რუსეთის მოქალაქე სააკაშვილს" - ხაბეიშვილი

19.02.24 14:12
პუტინი ნავალნის მოიხსენიებდა, როგორც "რუსეთის მოქალაქე სააკაშვილს" - ხაბეიშვილი

"პუტინი ნავალნის მოიხსენიებდა, როგორც "რუსეთის მოქალაქე სააკაშვილს"," - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "დღის ამბებთან" აკეთებს და ეხმაურება "ქართული ოცნების" ლიდერების გაღიზიანებას მიხეილ სააკაშვილისა და ნავალნის შედარებასთან დაკავშირებით.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, პუტინის რეჟიმის ანალოგი აქვს ივანიშვილს საქართველოში გადმოტანილი.

ის, რომ ნავალნისთან შედარება არ მოსწონს ივანიშვილის პარტიას, უკაცრავად, მაგრამ თავად პუტინი ადარებდა ნავალნის და სააკაშვილს ერთმანეთს და შესაბამისად, ნავალნის მოიხსენიებდა, როგორც რუსეთის მოქალაქე სააკაშვილს, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა.
თუ ვინმე იქცევა ის, როგორც იქცევა პუტინი რუსეთში, ეს არის ივანიშვილი,“ - ამბობს ხაბეიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები