ქალბატონო სალომე, შეხედეთ რამდენი ათასი ადამიანი გთხოვთ სააკაშვილის გათავისუფლებას! - სოფო ჯაფარიძე

19.02.24 14:22
 ქალბატონო სალომე, შეხედეთ რამდენი ათასი ადამიანი გთხოვთ სააკაშვილის გათავისუფლებას! - სოფო ჯაფარიძე

ქალბატონო სალომე, შეხედეთ, რამდენი ათასი ადამიანი გთხოვთ სააკაშვილის გათავისუფლებას!, - ამ სიტყვებით მიმართავს ენმს წევრი და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს. სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოს მასშტაბით მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას უამრავი ადამიანი უერთდება, რომლებიც ხელმოწერის დასაფიქსირებლად რიგებში დგანან. 

ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, რომელსაც პუტინი ნავალნის ადარებდა, საფრთხეშია. 

მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება ჩვენი საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობა. ძალიან ბევრ რეგიონში ვიყავით უკვე, ყველგან ასეთი მდგომარეობაა. არის რიგები ადამიანების , რომლებსაც უნდათ ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მოუწოდონ სალომე ზურაბიშვილს, რომ აუცილებლად, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება! 

ჩვენ ვნახეთ სულ რამდენიმე  დღის წინ ნავალნის მაგალითი და არაერთხელ მოგვისმენია ჩვენ, რუსი დიქტატორის მმართველისგან, ვლადიმერ პუტინისგან , როგორ ავლებდა პარალელს მიხეილ სააკაშვილსა და ნავალნის შორის. ასევე არაერთხელ გვინახავს, თუ  როგორ ემუქრებოდა მიხეილ სააკაშვილს ის სიცოცხლის მოსპობით. აქედან გამომდინარე, მისი გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ის არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ! ის არის პირადად ვლადიმერ პუტინის პატიმარი, ტყვე! 

კიდევ მივმართავ აქედან სალომე ზურაბიშვილს, რომ ქალბატონო სალომე, შეხედეთ რამდენი ათასი ადამიანი არის ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით და ისინი გთხოვენ, ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და გაათავისუფლეთ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
 

მსგავსი სიახლეები