სალომე, ნოყიერ ნიადაგს უქმნის რევანშისტებს - ბექა ოდიშარია
ზურაბიშვილი ნოყიერ და შეფარულ ნიადაგს უქმნის რევანშისტ ენმ-ს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია საუბრობს. მმართველი გუნდის წევრი ოპოზიიცურ პარტიას "მონსტრების კორპორაციად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ ისნი შურისძების სურვილით არიან შეპყრობილები.
ამასთან, ოდიშარია "ხალხის ძალასთან" კოალიციას არ გამორიცხავს, ხოლო ენმ-თან და "ალტ -ინფოსთან" გაერთიანების წინააღმდეგია.
სალომე ცდილობს, რომ ნოყიერი და ამავე დროს, შეფარული ნიადაგი შეუქმნას "ნაციონალურ მოძრაობას" რევანშისთვის. მათი ჩრდილოვანი კაბინეტი, გადახედეთ, რა, მონსტრების კორპორაციაა, უბრალოდ. ე.ი., ყველა, ვინც კი არის შურისძიების სურვილით შეპყრობილი, ირჩევს იმ თანამდებობას, საიდანაც შურისძიება გაუადვილდება. ხალხის ძალასთან" კოალიცია, რა თქმა უნდა, წარმოგვიდგენია, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, მაგრამ შეიძლება კიდევ რაღაც ნორმალური ოპოზიციური პარტიები შემოვიდნენ. არც "ალტ-ინფო" განიხილება და არც ენმ, თუმცა მე მათ შორის ტოლობის ნიშანს ვერ დავსვამ, რა თქმა უნდა. "ნაციონალურ მოძრაობას" ხალხი ჰყავს ამოხოცილი და გაჟლეტილი და "ალტ-ინფო" ჯერ ხელისუფლებაშ არ ყოფილა, - ამბობს ბექა ოდიშარია.