"სიცრუეა" - თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილს განკარგულებები არ გადაუმალავს
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ღარიბაშილს განკარგულებები არ გადაუმალავს და არც ივანიშვილისთვის ჩამოუწერია რაიმე ჯარიმები. არჩილ თალაკვაძე "შაბათის ეტრეში" აგსულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ირწმუნება, რომ ივანიშვილს, რომელმაც ქველმოქმედებაში 3 მლრდ დახარჯა, ჯარიმების პატიება არაფერში სჭირდება.
ეს არის სიცრუე. არაფერი დასამალი არ არის. პრემიერ-მინისტრმა თქვა ძალიან მკაფიოდ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები არის უკვე და იქნება საჯარო. აბსურდული ბრალდებაა, რომ თითქოს ბატონ ივანიშვილს სჭირდება ათასობით ან ათი ათასობით ლარზე მთავრობის გადაწყვეტილება, რომ მას რაღაც გადასახადებები ვინმემ აპატიოს. ესეც თავისთავად სისულელეა, ეს ბრალდებაც, ადამიანს, რომლემაც 3 მლრდ დოლარზე მეტი დახარჯა ქველმოქმედებაში. ემსახურება ერთადერთს: როგორმე მისი ავტორიტეტი, მის მიმართ ნდობა შებღალოთ, - ამბობს თალაკვაძე.
"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ 2021 წლის10 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის 1398-ე განკარგულებას, რითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ბლექ სი რივიერას" სახელმწიფოსთვის გადასახდელი ჯარიმები სრულად ჩამოაწერა.