რა გზავნილი აქვს ევროკავშირს ახალი პრემიერისთვის - რას ამბობს ბორელი
"ხვალ შევხვდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავარი გზავნილი იქნება, მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე", - ამ განცხადებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აკეთებს.
ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თქვა, რომ ირაკლი კობახიძეს ხვალ შეხვდებიან და ევროინტეგრაციასა და რეფორმების მნიშვნელობაზე დაელაპარაკებიან.
ხვალ შევხვდებით თქვენს პრემიერ მინისტრს. მთავარი გზავნილი იქნება, მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე. ისინი კარგად მუშაობენ და ქართული საზოგადოების მხრიდან არის ძლიერი მხარდაჭერა. ეს არის კარგი მომენტი საქართველოსთვის“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.