თუ ზურაბიშვილი თვლის, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროინტეგრაციაში, მან უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი - ხაბეიშვილი
თუ ზურაბიშვილი თვლის, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროინტეგრაციაში, მან უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე საუბრობს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს აღნიშნული თხოვნით არაერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა მიმართა, ამიტომ მნიშველოვანია, ზურაბიშვილმა ეს მოთხოვნა გაითვალისწინოს.
თქვენ ხედავთ მსოფლიოში დასავლელ ლიდერებს,იგივე მაკრონის განცხადება მოგისმენიათ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მოგისმენიათ ზელენსკის განცხადება, გინახავთ და წაგიკითხავთ ბორის ჯონსონის მილოცვა პრეზიდენტ სააკაშვილის, როცა დაბადების დღეს ულოცავდა, თქვენ გინახავთ დასავლელი ლიდერის განცხადება და მათ შორის ნახეთ მიუნხენის კონფერენციაზე საჯაროდ, ღიად პრეზიდენტ ზურაბიშვილს, როგორ მოსთხოვეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. ამიტომ უმნიშვნელოვანესია თუ სალომეს აქვს, რაიმე ევროპული ღირებულება და ის თვლის, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მას შეუძლია პრეზიდენტ სააკაშვილი გაათავისუფლოს და აღადგინოს სტატუს კვო იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.